თეა წულუკიანმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა (ვიდეო)

22.07.21 16:57
 თეა წულუკიანმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა (ვიდეო)

თეა წულუკიანმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. კულტურის მინისტრმა ჟურნალისტს "ახტაჯანა" უწოდა. 

მისი თქმით, არ აპირებს, "მთავარ არხს მიკროფონი დაუბრუნოს, მეტიც, ის ამ მიკროფონით გაკეთებული საქმეების შესახებ საზოგადოებას აუწყებს. 

დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ,,ქართუ ფონდის" მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია. 
ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ - წერს სოციალურ ქსელში თეა წულუკიანი.

კულტურის მინისტრმა დღეს სენაკში რეაბილიტირებული თეატრის შენობა გახსნა. მედიის კითხვამ ჟურნალისტებზე ძალადობაში პრემიერის  ბრალეულობის შესახებ იწულუკიანი ისე გააღიზიანა, რომ კრიტიკული არხის ჟურნალისტს ხელიდან მიკროფონი გამოგლიჯა.