რა რეაქცია მოჰყვა ქართველი გულშემატკივრების მხრიდან ისტორიულ მატჩს და ბუდუს ბოლო წუთებზე შეყვანას?

19.06.24 11:24
რა რეაქცია მოჰყვა ქართველი გულშემატკივრების მხრიდან ისტორიულ მატჩს და ბუდუს ბოლო წუთებზე შეყვანას?

 

 

"მადლობა ეროვნულ ნაკრებს" - ეს არის იმ ათასობით ადამიანის მთავარი სათქმელი ჩვენი ფეხბურთელებისთვის, ვინც გერმანიაში წასვლა ვერ შეძლო და ისტორიულ მატჩს საქართველოდან უყურებდა. ნაკრების მხადასაჭერად გუშინ  ხალხი მთელს ქვეყნაში იყო შეკრებილი, მთავარი ეპიცენტრი კი თბილისი და ლოკომიტივის სტადიონი გახდა, სადაც ქართველმა ქომაგებმა შეკრება მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს.

ყველა თანხმდება, რომ გუშინ ქართველმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, თუმცა კითხვები ბუდუ ზივზივაძემ გააჩინა. ნაკრების თავდამხმელი და გამორჩეული ფეხბურთელი მოედანზე მხოლოდ მატჩის დასრულებამდე ბოლო რამდენიმე წუთით გამოჩნდა.

გვინდოდა რომ უფრო ადრე გამოეყვანათ ბუდუ, დაგვაკლდა ძალიან".

ჩემი აზრით თავიდანვე დაწყებითში უნდა ყოფილიყო ბუდუ".

რატომ არ შემოიყვანეს? მე მიყვარს ჩემი ბუდუ".

ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს, ყველაფერი გააკეთეს, ბოლომდე დადეს, ყველაფერი გააკეთეს, გამოცდილება მივიღეთ უდიდესი".

ეს წაგება არ არის, ეს არის ბრძოლა, რომელიც ფაქტიურად მოგებულია".

ჩემი აზრით, შედარებით უფრო პროდუქტიული იქნებოდა, რომ ბუდუ მეორე ტაიმში ადრე შემოიყვანოთ".

მთავარი ის არის, რომ ძალიან მაგარი თამაში დადეს".

აუცილებლად უნდა გამოსულიყო ბუდუ. კი წავაგეთ, მაგრამ შემდეგ თამაშებს აუცილებლად მოვიგებთ".

დორტმუნდში ევრო 2024-ზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა. შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართა.

მომდევნო თამაში ეროვნულ ნაკრებს 22 ივნისს ჩეხეთთნ უწევს. 26 ივნისს კი საქართველო პორტუგალიას შეხვდება.