კულტურული ძეგლები საფრთხეშია - არქეოლოგები კულტურის მინისტრს პოლიტიკურ შურისძიებაში ადანაშაულებენ

19.06.24 12:13
კულტურული ძეგლები საფრთხეშია - არქეოლოგები კულტურის მინისტრს პოლიტიკურ შურისძიებაში ადანაშაულებენ

რეპრესიების ახლი ტალღა კულტურის სამინისტროში - თეა წულუკიანი ამჯერად არქეოლოგებს გადაწვდა. არქეოლოგების ნაწილი ამბობს, რომ მინისტრის პოლიტიკური შურისძიების გამო ძეგლები საფრთხეშია. საქმე ოროზმანის ძეგლსა და ციცხვათის მღვიმეში არქეოლოგიური სამუშაოებს ეხება, რომელიც თითქმის 2 წელია შეჩერებულია. ექსპედიციის ხელმძვანელების განცხადებით, მინისტრი არქეოლოგებს სამუშაობის წარმართვის უფლებას მხოლოდ იმიტომ არ აძლევს, რომ ისინი წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკს არ ემხრობიან.

40 ქართველი არქეოლოგი და მეცნიერი და 74 უცხოელი ექსპერტი პრემიერს და კულტურის მინისტრს მიმართავს, რომ არ შეუწყონს ხელი აღნიშნული ძეგლების განადგურებას და მათ სამუშაოების ჩატარების უფლება მისცენ.

ეს აზიანებს ერთის მხრივ, ძეგლებს, იმიტომ, რომ ძეგლებზე თუ არ ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები, იქ არსებული არქეოლოგიური და ბუნებრივი მემკვიდრეობა იკარგება, იშლება კულტურული მემკვიდრეობის ფენები და შესაბამისად, უდიდესი ზიანი ადგება საქართველოს სამეცნიერო რეპუტაციას. ჩვენ ახლა მოვითხოვთ, რომ სწრაფად გაიცეს ნებართვები კანონის შესაბამისად, თორემ ჩვენ წავალთ სასამართლოში, - ამბობს არქეოლოგი ნიკოლოზ წიქარიძე.