BRICS-ის თამაშებში ქართველი სპორტსმენი არ მონაწილეობენ

19.06.24 13:25
BRICS-ის თამაშებში ქართველი სპორტსმენი არ მონაწილეობენ

BRICS-ის თამაშებში არც ერთი ქართველი სპორტსმენი არ მონაწილეობს -  "ეხო კავკაზას" ცნობით, ზურაბ ჩაგელიშვილმა, ვალერი იარგანაშვილმა, ვახტანგ თაბარუკიშვილმა და თამაზ ბედინაძემ ყაზანში მიმდინარე თამაშებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სპორტსმენები ჭიდაობის ერთ-ერთ სახეობაში უნდა გამოსულიყვნენ, თუმცა როგორც ფედერაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიტაშვილმა განაცხადა, ეს უბრალოდ გაუგებრობა იყო.

გიორგი ჩიტაშვილის განმარტებით, ფედერაციამ ტურნირში მონაწილეობის მოწვევა დაახლოებით თვენახევრის წინ მიიღო, თუმცა მას შემდეგ, რაც სპორტსმენებმა შეიტყვეს, რომ თამაშებზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიც მონაწილეობდა, უარი თქვეს.

ცნობისთვის, აქამდე კი ვერცელდებოდა ინფორმაცია, რომ BRICS-ის თამაშებზე ქართველი სამბისტები, ელენა ქებაძე და ნინო ოძელაშვილიც მონაწილეობდნენ, თუმცა მათ განაცხადეს, რომ ყაზანში არ მიდიოდნენ.