შემზარავი ფაქტი ჩოხატაურში - 64 წლის მასწავლებელს მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

22.07.21 18:07
შემზარავი ფაქტი ჩოხატაურში - 64 წლის მასწავლებელს მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

საზარელი ფაქტი ჩოხატაურში - "ტვ პირველის" ინფორმაციით,  ისტორიის პედაგოგს, 64 წლის კაცს, არასრულწლოვანი მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ირკვევა, რომ მამაკაცი გოგონას გამოცდისთვის ამზადებდა. შემთხვევაც, სავარაუდოდ, სკოლის ერთ-ერთ კაბინეტში მოხდა. 

"პირველების" ინფორმაციით, ფაქტი სკოლის ადმისტრაციაში მას შემდეგ გახმაურდა, რაც მოზარდის დედამ სკოლის დირექციას მასწავლებლის გათავისუფლება მოსთხოვა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორს მშობლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ საპატრულო პოლიცია არ გამოუძახებია, რადგან მისი თქმით, "დედამ საგამოძიებო უწყებისთვის მიმართვა აუკრძალა". 

გოგონა სრულწლოვანი რამდენიმე დღის წინ გახდა.  საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა დაკავებულის სახლსა და სკოლაშიც. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო. 

აღნიშნული მუხლი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას შეეხება. ოფიციალური ინფორმაციითვე, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა. პედაგოგი პოლიციელებმა გამოკითხეს, თუმცა რამდენიმე საათში სახლში გამოუშვეს. 

"ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი ჩოხატაურში იმყოფება მომხდარის სხვა დეტალებს 20:00 სათზე ცენტრალურ გამოშვებაში შემოგთავაზებთ.