სამეგრელოში 60 წლის კაცი 19 წლის შშმ ქალის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 19 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონას გაუპატიურების ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, კაცი ახალგაზრდა ქალზე 2 თვის განმავლობაში სექსუალურად სისტემატიურად ძალადობდა და იმ შემთხვევაში, თუ მომხდარის შესახებ სხვას უამბობდა, მოკვლით ემუქრებოდა.
შუახნის კაცის დაკავებას "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროშიც უდასტურებენ. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.