გაჭიანურებული სასამართლო პროცესები - რას ამბობენ იურისტები

19.06.24 17:41
გაჭიანურებული სასამართლო პროცესები - რას ამბობენ იურისტები

ჩაკეტილი სისტემა და უვადო გადადებული საქმეები სასამართლოში - "დემოკრატიის ინდექსის" მიერ გამოქვეყნებული კვლევით დგინდება, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გაჭიანურებული საქმეებია.

დოკუმენტის თანახმად, ასევე დაბრკოლებას წარმოადგენს მოსამართლეების სიმცირე, რომელსაც მესამე სექტორის შეფასებით, ხელს უშლის სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის არსებობა.

იურისტები "პირველებთან" ამბობენ, რომ საჭიროა საკანონმდებლო მექანიზმის შექმნა, რომლითაც პრობლემა დარეგულირდება და საქმეები 8-10 წლით არ გაიწელება.

მერიის წინააღმდეგ ერთ საქმეზე მოსარჩელემ სარჩელი 2021 წელს შეიტანა და დღემდე არ დანიშნულა არც მოსამზადებელი სხდომა და არც რაიმე საპროცესო მოქმედება არ ჩატარებულა. ერთი საქმე ეხებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ამ საქმეზე საქმის მასალები შევიდა სასამართლოში და წელიწადი და ოთხი თვე იდო მოსამართლის სეიფში ისე, რომ მოსამართლეს არც კი გახსენებია ეს საქმე. როდესაც გადაშალა საქმე, ნახა, რომ განსჯადობით მას არ ეკუთვნოდა. ანუ, ზუსტად 15 წუთი სჭირდებოდა განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას და მოსამართლემ წელიწადი და 4 თვის განმავლობაში ვერ მოიცალა იმისთვის, რომ ჩაეხედა ამ საქმეში", - ამბობს კახა წიქარიშვილი.