სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ ბავშვთა რაოდენობა 5.2%-ით გაიზარდა - ანგარიში

19.06.24 17:47
სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ ბავშვთა რაოდენობა 5.2%-ით გაიზარდა - ანგარიში

ბავშვთა სიღარიბე, წინა წელთან შედარებით, 5.2%-ით გაიზარდა - ამის შესახებ სახალხო დამცველის წლიური საპარლამენტო ანგარიშშია საუბარი. 

ლევან იოსელიანის თქმით, ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა - ბავშვთა სიღარიბეა.

„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ით გაიზარდა. მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან ასევე, ხანდაზმულები" - წერია ლევან იოსელიანის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წარდგენილ წლიურ ანგარიშში.