"ტყეში ცათამბჯენებს არ აგაშენებინებთ" - აქცია საკრებულოსთან

19.06.24 21:00
"ტყეში ცათამბჯენებს არ აგაშენებინებთ" - აქცია საკრებულოსთან

საპროტესტო აქცია იპოდრომის გადასარჩენად - ამ წუთებში მოქალაქეები და ოპოზიციონერი დეპუტატები საკრებულოს შენობასთან იმყოფებიან იმ მიზნით, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა შეცვალოს გადაწყვეტილება და გააუქმოს განკარგულება, რომლის მიხედვითაც იპოდრომის  ყველაზე გამწვანებულ ტერიტორიაზე მშენებლობას მწვანე შუქი აუნთო. 

"ტყეში ცათამბჯენებს არ აგაშენებინებთ”, „იპოდრომი არის უბეტონო მხარე”, „იპოდრომის ტყეში მშენებლობა დანაშაულია”,  მოქალაქეები საკრებულოს წინ სწორედ ამ შინაარსის ბანერებით მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ეს ტერიტორია შპს „ცენტრალ პარკ ავენიუმ“ „ფონდი ქართუსგან“ 2023 წელს შეიძინა და 7 ნაგებობისგან შემდგარი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელთაგან ყველაზე მაღალი 79-სართულიანი, 259 მეტრის სიმაღლის იქნება.