ოჯახი 35 წლის კაცს ეძებს

22.07.21 09:22
ოჯახი 35 წლის კაცს ეძებს

ხარაგაულში მე-11 დღეა, ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სოფელ ისლარის მკვიდრი, 35 წლის ჯონი ჭიპაშვილი, სახლიდან 12 ივლისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

დაკარგულს ოჯახი თავდაპირველად საკუთარი ძალებით ნათესავებთან და ახლობლებთან ეძებდა. ოფიციალური განცხადება ძიების დაწყებასთან დაკავშირებით 19 ივლისს გაკეთდა. 

თუ ვინმეს გაქვთ ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაკარგულ პირთან დაკავშირებით, გთხოვთ, დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 593672068;   557 771928; 555405169.