მუქარა "ფორმულას" ჟურნალისტის მიმართ - " 5 ივლისი მოსაგონი იქნება"

23.07.21 09:35
მუქარა "ფორმულას" ჟურნალისტის მიმართ - " 5 ივლისი მოსაგონი იქნება"

ტელეკომპანია “ფორმულას” კახეთის ბიუროს ჟურნალისტს ემუქრებიან. საქმე ეხება სოციალურ ქსელში დავით ჭაბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელსაც ერთ-ერთი მომხმარებელი გამოეხმაურა და ჟურნალისტს დაემუქრა. 

"ჯერ სად ხართ, 5 ივლისი მოსაგონი იქნება, ...-ო" - წერია ფოტო-სქრინზე, რომელსაც ჟურნალისტი თავად აქვეყნებს.

ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151- ე მუხლით დაიწყო.

ჟურნალისტის თქმით, მუქარის ავტორი პირი  ,,ალტ ინფოს" მხარდჭერია და საკუთარ გვერდზე ძალადობრივ მოწოდებებსაც ხშირად დებს. 

ჟურნალისტი იმ პირის ფოტოსაც აქვეყნებს, ვინც მას ემუქრებოდა. მუქარის ფაქტი 21 ივლისს მოხდა.