მედია: უკრაინა საქართველოსთან საბორნე მიმოსვლის აღდგენას გეგმავს

20.06.24 12:09
მედია: უკრაინა საქართველოსთან საბორნე მიმოსვლის აღდგენას გეგმავს

იგეგმება თუ არა უკრაინის  ჩერნომორსკის პორტიდან ბათუმის მიმართულებით საბორნე მიმოსვლის აღდგენა? - ცნობები ამის შესახებ უკრაინულ მედიაში გაჩნდა.

LIGA.net-ი წერს, რომ განრიგის მიხედვით, პირველი რეისი ჩერნომორსკიდან 2 ივლისს იგეგმება, მგზავრობის დრო კი დაახლოებით 60 საათია.

ბორნის სიგრძე 190 მეტრი, ხოლო სიგანე 28 მეტრია. ბორანზე ადგილი 250 მგზავრისთვისაა.

ორ სატვირთო გემბანზე ერთდროულად შეიძლება განთავსდეს 49 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონი და 50 მძიმე სატვირთო მანქანა", - ნათქვამია განცხადებაში.