20 გარდაცვლილი და 2 460 ინფიცირებული 24 საათში - კორონავირუსის სტატისტიკა
ბოლო 24 სააში საქართველოში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების რაოდენობა კი 2 460-ით გაიზარდა. 1 082 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 6,32%, ბოლო 14 დღის - 5,38%, ბოლო 7 დღის - 6,03%
ბოლო 24 საათში ჩატარდა 38945 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი - 20419, PCR ტესტით - 18526.