შეყვარებულთან გაგზავნილი ინტიმური ვიდეომასალა, დედა-შვილმა ქალის ნათესავებს გაუგზავნა

20.06.24 14:00
შეყვარებულთან გაგზავნილი ინტიმური ვიდეომასალა, დედა-შვილმა ქალის ნათესავებს გაუგზავნა

სასიყვარულო სამკუთხედი დედა-შვილის დაკავებით დასრულდა - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტი გახსნა.

უწყების ცნობით, სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დანაშაულში მხილებულია დედა-შვილი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის  ზაფხულში,   დაზარალებულმა მ.გ.-მ საზღვარგარეთ მყოფ თავის შეყვარებულ მამაკაცს გ.დ.-ს, აპლიკაცია „whatsapp“-ის საშუალებით, თავისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა გაუგზავნა, რომელსაც მამაკაცი კუთვნილ ტელეფონში ინახავდა.

პარალელურად, ასევე, აღნიშნულ მამაკაც გ.დ.-ს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სხვა გოგოსთან თ.ტ.-სთანაც, რომელმაც მამაკაცის მობილურ ტელეფონში სხვა ქალთან არსებული მიმოწერები და დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტოები ნახა.
მოგვიანებით, შურისძიების მიზნით ბრალდებულებმა ქალმა თ.ტ.-მ და დედამისმა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა  დაზარალებულის ოჯახის წევრებს  და ახლობლებს გადაუგზავნა.
დანაშაულში მხილებულ დედას და შვილს ბრალდება, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გამოყენების და გავრცელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინათ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - WERIA GAVCRELEBUL GANACXADEBAsI.