სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაული მოსწავლის მიმართ - პედაგოგი დაკავებულია

23.07.21 11:20
სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაული მოსწავლის მიმართ - პედაგოგი დაკავებულია

64 წლის ჩოხატაურელი მასწავლებელი, რომელსაც ბრალად სექსუალური ხასიათის დანაშაული ედება, დაკავებულია. 

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, ისტორიის პედაგოგმა, სკოლის შენობაში, საკუთარ მოსწავლეზე, რომელიც აბიტურიენტია, სექსუალური ხასიათის დანაშაული ჩაიდინა.

მომხდართან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება უჭირთ სკოლასა და რესურსცენტრში. ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ პედაგოგი, მაშინ როცა ფაქტი მოხდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"პირველების" ინფორმაციით, პედაგოგმა დანაშაული უკვე აღიარა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 138-ემუხლით მიმდინარეობს.
 

მსგავსი სიახლეები