გომელაურის უწყება მორიგ სკანდალში ეხვევა -მოქალაქე პოლიციას წამებაში ადანაშაულებს

23.07.21 11:15
გომელაურის უწყება მორიგ სკანდალში ეხვევა -მოქალაქე პოლიციას წამებაში ადანაშაულებს

ახალგაზრდა კაცი პოლიციელებს წამებაში ადანაშაულებს - "ტვ პირველს" მოქალაქე უყვება, რომ რუსთავის N3 პოლიციის განყოფილებაში უმოწყალოდ სცემეს. 

რესპოდენტი, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ლომბარდში მოქალაქეებთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც პოლიცია თავად გამოიძახა, თუმცა საბოლოოდ ცემისა და დამცირების ობიექტი გახდა. 

ტელეფონის დადალომბარდება მინდოდა, სადაც იმყოფებოდა ეთნიკურად აზერბაიჯანელი სამი პირი, რომელთანაც შეკამათება მომივიდა, გამოვიძახე საპატრულო პოლიცია. მოვიდნენ, შეადგინეს ოქმი. სიტუაცია უკვე განეიტრალებული იყო, ამიტომ 112-ში დავრეკე და ვითხოვე, გამოძახება გაეუქმებინათ. ამის მიუხედავად განყოფილებაში გადამიყვანეს, მითხრეს, რატომ არ გვაძლევ ჩვენებას, გვერდით რატომ არ გვიდგევარო.

მაგინებდნენ დედას, გამზრდელს, რა დროსაც მეც შევაგინე, ამის შემდეგ გადამაჯდნენ და თავ-პირში მირტყავდნენ. ზოგი ფეხს მიჭერდა, ზოგი სახეში მირტყამდა.  ერთი პოლიციელი, ვინმე ზაქრო ,კომპიუტერთან იჯდა და ჩემს პირად ინფორმაციას ამოწმებდა. ჩემი მეუღლის ფოტოები გახსნა და მეუბნებოდა - რა ლამაზი გოგოაო"- აცხადებს მოქალაქე. 

მისი თქმით, ცემისა და დამცირების შემდეგ განყოფილებიდან გამოქცევა შეძლო და დასახმარებლად სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა პოლიციის განყოფილების უფროსმა მიაგნო და ბორკილები სასწრაფო დახმარების ბრიგადის ავტომობილშივე დაადო. 

პოლიციის უფროსმა ზედელაშვილმა პირადად გადამიგრიხა ხელები. ცდილობდა, დავერწმუნებინე, რომ მედიისთვის არ მიმეცა ინტერვიუები. თვალი მაქვს დალურჯებული, სისხლჩაქცევები აღმენიშნება. ისე მცემეს, რომ ყური დამიზიანეს"- აცხადებს "ტვ პირველთან" მოქალაქე.