უახლოეს საათებში თბილისში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება - გაფრთხილება

20.06.24 16:30
უახლოეს საათებში თბილისში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება - გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დღეს, 20 ივნისს,  უახლოეს საათებში თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი,  ელჭექი,  სეტყვა და  ქარის გაძლიერება.  (საფრთხის დონე საშუალო).