ახალი საშიში კერა თბილისში - ნაფეტვრებში სამშენებლო მასალები უკონტროლოდ იყრება

20.06.24 17:04
ახალი საშიში კერა თბილისში - ნაფეტვრებში სამშენებლო მასალები უკონტროლოდ იყრება

აღმოჩენილია კიდევ ახალი საშიში კერა შუაგულ თბილისში "პირველებმა" დღეს გადაიღოო კადრები ნაფეტვრებში, ეს არის ადგილი, სადაც სამშენებლო მასალები უკონტროლოდ იყრება,  ტერიტორიის სიახლოვეს კი მდინარე ვერე მიედინება.  

"ევროპული საქართველოს" წევრი ბესო დონაძე ეჭვობს, რომ კანონდარღვევის შესახებ შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან, თუმცა არავინ რეაგირებს. 

მკვლევარი აცხადებს, რომ სამშენებლო ნარჩენების ჩამოშლის შემთხვევაში, ეს გამიწვევს მდინარის ჩაკეტვას, შემდეგ კი უხვი ნალექი უკვე გამოიწვევს მის დტბორვას.

ფაქტობრივად, ურბანული გენოციდი გრძელდება. თბილისში, ვერსეს ხეობის თავზე, მდინარესთან, დაახლოებით 200 მეტრში, არის სამშენებლო ნარჩენების პოლიგონი. მისი ჩამოშლის შემთხვევაში, გამიწვევს მდინარის ჩაკეტვას, შემდეგ კი უხვი ნალექი უკვე გამოიწვევს მის დტბორვას. 

გამორიცხულია, რომ ეს თბილისის მერიამ არ იცოდეს. ეს პოლიგონი მოწყობილია მერიის ნებართვით, მოწყობილია სოფლის მეურნოების სამინისტროს ნებართვით? - ეს ამონაწერებში არ ჩანს. შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახური, გარემოს დაცვის ინსპექცია, ეს სამსახურები ფაქტობრივად მოშლილია, ყველაფერი ემსახურება იმას, რომ გარკვეულმა პირებმა გააკეთონ დიდი ფული. გააკეთონ ეკონომია თბილისისა და თბილისელების ხარჯზე"- ამბობს ბესო დონაძე. 

მძიმე პროგნოზს აკეთებს გეოლოგი თეა გოდოლაძეც - მისი თქმით, ვერეს ხეობა ნაგავსაყრელად გადააქციეს, რასაც შესაძლოა მძიმე შედეგი მოჰყვეს. 

მოჭრილი გრუნტი მოაქვთ და რეალურად, ნაგავსაყრელს აკეთებენ. ეს ერთ დღეს, ძალიან მწარედ დაგვიბრუნდება. ვერეს ხეობა გადაქცეულია ნაგავსაყრელად. თქვენ იცით, რომ ვერეს ხეობა ძალიან არაპროგნოზირებადი მდინარეა. მისი მაქსიმალური პოტენციალი არ იყო 2015 წელი. რატომ ვქმნით ასეთ საფრთხეს? დღეს იქნება თუ ხვალ, ვერე განმეორდება, შეიძლება უფრო მეტი ზიანი მოიტანოს. მითუმეტეს თუ ვზრდით რისკს, გაცილებით მეტ ზიანს მოიტანს მომავალში"- დასძინა გეოლოგმა.