"გახსოვდეს გავრილოვის ღამე" - პარლამენტთან აქტივისტების შეკრება იწყება
ორ საათზე ნაკლებ დროში საქართველოს პარლამენტთან ისევ საპროტესტო აქცია გაიმართება. გავრილობის ღამიდან ხუთი წლის და რუსული კანონის მიღებიდან რამდენიმე კვირის თავზე, მოქალაქეებს ივანიშვილის რეჟიმთან კითხვები აქვთ.
დღეს ქუჩაში გასვლას აპირებენ ის ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი არჩევანი ევროპაა. შეკრება შვიდ საათზეა დაანონსებული. იქნება მსვლელობა გმირთა მოედნისკენ.
რუსულმა ხელისუფლებამ ანახა, რომ ისინი იმართებიან კრემლიდან და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანების დასისხლიანების, თვალის ამოთხრის ფასად უღირთ, რომ ეს ქვეყანა წაიყვანონ რუსეთში და დაუკარგონ ევროპული პერსპექტივა. დღესაც გავრილოვის სისხლიანი ღამიდან 5 წელი გავიდა და ისევ იგივე ხელისუფლებას ვებრძვით და ვეუბნებით, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში არ დავიღლებით. არ დავიღლებით იქამდე, სანამ ესენი არ წავლენ თავიანთ მშობლიურ რუსეთში. აქედან დღეს მნიშვნელოვანია, რომ ის ახალგაზრდები გამოვიდნენ და ის დღე გაახსენონ ხელისუფლებას, როცა ჩვენი ბრძოლა 5 წლის წინაც და დღესაც იყო და არის მართალი"- ამბობს აქციის მონაწილე.