ტელეფონი მთელი დღე ფიქსირდებოდა საპატრიარქოს უნივერსიტეტის მიმდებარედ, იქნებ ეგ ადგილები ვნახოთ - დაკარგული პროფესორის ოჯახი დახმარებას ითხოვს

20.06.24 18:01
ტელეფონი მთელი დღე ფიქსირდებოდა საპატრიარქოს უნივერსიტეტის მიმდებარედ, იქნებ ეგ ადგილები ვნახოთ - დაკარგული პროფესორის ოჯახი დახმარებას ითხოვს

დაკარგული პროფესორის, გიორგი გახელაძის ოჯახის წევრი მოსახლეობას დახმარებისკენ მოუწოდებს. ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პროფესორის ტელეფონი ვაკეში, საპატრიარქოს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება.

ხალხო, ტელეფონი მთელი დღე ფიქსირდებოდა ვაკეში, უნივერსიტეტის მიმდებარედ. პოლიციაც მაგ ტერიტორიაზე ეძებს. იქნებ ეგ ადგილები ვნახოთ. აღარ ვიცი უკვე.
საუბარია საპატრიარქოს უნივერსიტეტზე, ბაგებში, - წერს ირმა მალაციძე.

თბილისში ახალგაზრდა კაცს, პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ - ოჯახის ინფორმაციით, ის გუშინ დილით გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა.