5 წელი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მძიმე თარიღიდან - გავრილოვის ღამის მთავარი შემოქმედები ისევ დაუსჯელები არიან
5 წელი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მძიმე თარიღიდან. გავრილოვის ღამის მთავარი შემოქმედები ისევ დაუსჯელები არიან. 20 ივნისის ღამეს დაზარალებულები კი ამ დრომდე სიმართლის დადგენას და დამნაშავეების პასუხისმგებლობას უშედეგოდ ელიან. 275 დაშავებული, მათ შორის თვალდაკარგული და ეტლს მიჯაჭვული ხალხი. ახალგაზრდა, რომელსაც 5 წლის წინ მთელი ცხოვრება დაენგრა და ახლა სახელმწიფოსგან ელემენტარულ დახმარებას ითხოვს, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა პოლიტიკური პერფომანსების მოწყობაში დაადანაშაულა.
ამ დრომდე პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა. ვინ გასცა ბრძანება აქციის მონაწილეებისთვის დათვის ტყვიები დაეშინათ. ეს თემა დღემდე პოლიტიკური სპეკულაციის საგანია. ერთადერთი ვინც ამ ბურუსით მოცულ საქმეს ფარდა უნდა ახადოს გიორგი გახარიაა. თუმცა მანამდე ქართული ოცნება ხელს სწორედ მაშინდელი შს მინისტრისკენ იშვერს. ეს ის მინისტრია, რომელსაც 20 ივნისის შემდეგ იგივე "ოცნება" მადლობას უხდიდა და მალევე პრემიერ მინისტრად დააწინაურეს.
დეტალები ანხეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.