კიდევ ერთი საშიში კერა თბილისში - ნაფეტვრების დასახლებაში სამშენებლო მასალების ნაგავსაყრელია აღმოჩენილი
კიდევ ერთი საშიში კერა თბილისში. ნაფეტვრების დასახლების ტერიტორიაზე აღმოჩენილია სამშენებლო მასალების ნაგავსაყრელი. იქ სადაც მდინარე ვერე მიედინება, სამშენებლო ნარჩენებს უკონტროლოდ ყრიან. გეოლოგებმა განგაშის სიგნალი ჩართეს და დედაქალაქის მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. თუ არ გაიწმინდება ტერიტორია, პროგნოზი მძიმეა. სპეციალისტები პარალელს 2015 წლის 13 ივნისთან ავლებენ.
ანალოგიური პრობლემისა და შესაბამისი სამსახურების უმოქმედობის გამო უკვე რამდენიმე დღეა თბილისის მცხოვრებლები მძიმე მდგომარეობაში არიან. წიწამურთან დაზიანებული მილსადენის შედეგად დედაქალაქს წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდება. ირკვევა, რომ სამუშაოების დასრულებისთვის კიდევ რამდენიმე დღეა საჭირო. მანამდე კი შს სამინისტრომ უნდა გამოიძიოს, რა მოხდა წიწამურთან რის შედგეადაც ნახევარი ქალაქი უწყლოდ დარჩა.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.