საქალაქო სასამართლოში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, სამართალდამცველების შეკითხვებს მალხაზ მაჩალიკაშვილი პასუხობს.
მაჩალიკაშვილის თქმით, დღეს, "სოციალური სამართლიანობის ცენტრში", დღევანდელი პრესკონფერენციის შემდეგ, მასგამომძიებელი დაუკავშირდა და 6 საათისთვის, გამოკითხვაზე დაიბარა.
მაჩალიკაშვილის თქმით, ის გამოკითხვაზე რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობის გამო დაიბარეს.
მაჩალიკაშვილი მოწმის სახითაა დაბარებული, თუმცა კონკრეტულად რა ეპიზოდზე, უცნობია.