"გახსოვდეს გავრილოვის ღამე" - რუსთაველის გამზირზე შეკრებილები გმირთა მოედნისკენ მსვლელობით დაიძრებიან
"გახსოვდეს გავრილოვის ღამე" - ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. პარლამენტის წინ დგანან 5 წლის წინანდელი სისხლიანი მოვლენების მონაწილეები და ის ხალხი, ვინც ბოლო სამი თვეა რუსული კანონის გამო ქუჩაშია გამოსული. არა რუსულ ხელისუფლებას - ეს არის ერთადერთი გზავნილი.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილები გმირთა მოედნისკენ მსვლელობით დაიძრებიან, სადაც აქციის მონაწილეები სამოქმედო გეგმას დააანონსებენ,რითაც ქვეყანა არჩევნებამდე უნდა მივიდეს.
20 ივნისს ქუჩაში გამოსული ხალხი რუსი კომუნისტი დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომას აპროტეტსტებდა. აქციის მონაწილეების თქმით, დღეს მთლიანად ქვეყანა რუსული გავლენების ქვეშ გადადის. სწორედ ამიტომ ისინი ერთდაერთ გამოსავალს 26 ოქტომბრის არჩევნებიში ხედავენ.
"5 წლის წინ, საზოგადოებამ დაინახა იმ ადამიანების სახე, ვინც დღეს პარლამენტში არიან. მგონია, რომ მნიშვნელოვანი დღეა, სიმბოლური დღეა ქვეყნისთვის. ბრძოლის საწყისია რუსეთის წინააღმდეგ და მგონია, რომ 5 წლის წინ დაწყებულ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე", - ამბობს მაკო გომური.