"3 700 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები გაასაღა" - დაკავებულია 1 პირი

21.06.24 10:15
"3 700 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები გაასაღა" - დაკავებულია 1 პირი

ყალბი კუპიურების გასაღების ბრალებით 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯამში ბრალდებულმა  3 700 აშშ 100 დოლარიანი კუპირები გაასაღა. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გასაღებულ იქნა ჯამში 3 700 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით, - ნათქვამია განცხადებაში.