მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა - ის კლინიკაში გადაიყვანეს

21.06.24 10:32
მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა - ის კლინიკაში გადაიყვანეს

მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა. მისი ამოყვანა მაშველებმა შეძლეს. მოქალაქე კლინიკაშია გადაყვანილი. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ-ჯერობით უცნობია. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული. 

მოძრაობა მეტროს მე-2 ხაზზე სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდა.