გაუჩინარებული პროფესორის კვალზე ოჯახი ისევ ვერ გადის - გახელაძის სამძებრო სამუშაოებში 100-მდე მოხალისე ჩაერთო
უშედეგო ძებნის მესამე დღე. გაუჩინარებული პროფესორის კვალზე ოჯახი ისევ ვერ გადის. 57 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში 100-მდე მოხალისე ჩაერთო. ისინი 5-5 ჯგუფად გადანაწილდნენ. მოქალაქეები დილიდან ვაკის პარკისა და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიებს ათვალიერებენ.
ოჯახის ინფორმაცით სწორედ ამ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა გიორგი გახელაძე ბოლოს. ამას სავარაუდოდ ადასტურებს ტელეფონის სისტემააში დაფიქსირებული ბოლო ლოკაცია.
ტელეფონი ნდებარეობდა მაგთის სულ ერთი გადამცემის მოქმედების ზონაში, რომელიც ემსახურება ვაკის პარკს. პირველის ნახევარზე შესული არის ვაკის პარკის წინ მდებარე შენობაში, პსპ-ს აფთიაქტში და ნაყიდი აქვს ასპირინი. ამს ტავის ტკივილები არ აწუხებდა, არ სვამდა წამალს საერთოდ. სპარში იყიდა სიგარეტი და ალკოჰოლური წამალი", - ამბობს პროფესორის მეგობარი.
ოჯახის წევრები და ახლობლები პროფესორ გიორგი გახელაძეს მესამე დღეა ეძებენ. მისი ცოლის, ირმა მალაციძის ინფორმაციით, გიორგი გახელაძე 2 დღის წინ, დილით გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა.
პროფესორის ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი. თან ჰქონდა ზურგჩანთა.
ინფორმაციის შემთვევაში დაუკავშირდით ცოლს ირმა მალაციძეს ტელეფონზე: 599311090