როგორია, მეტროში, ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცის მდგომარეობა?

21.06.24 12:05
როგორია, მეტროში, ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცის მდგომარეობა?

მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდნილი კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის ახლა "კავკასიის მედიცინის ცენტრშია" მოთავსებული და ოპერაცია უტარდება.

ცნობისთვის დღეს დილით, მამაკაცი, მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაში, ლიანდაგებს შეუვარდა. მისი ამოყვანა მაშველებმა შეძლეს და კლინიკაშ გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული. 

მოძრაობა მეტროს მე-2 ხაზზე სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდა.