დაკითხვების სერია დიღმის სამმართველოში - გამოძიება ჟურნალისტების ჩვენებებით დაინტერესდა

23.07.21 13:50
დაკითხვების სერია დიღმის სამმართველოში -  გამოძიება ჟურნალისტების ჩვენებებით დაინტერესდა

დაკითხვების სერია დიღმის სამმართველოში. პოლიციის შენობა უკვე დატოვა ვახო სანიამ. გამომძიებლებს ჟურნალისტის პოზიცია ანიტერესებდათ 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით და ასევე რა ინფორმაცია ჰქონდა ძალადაბრივი დაჯგუფებების ორგანიზატორებზე.  

ვახო სანიამ, რომელიც 5 ივლისის აქციაზე არ ყოფილა,  გამომძიებლების კითხვებს არ უპასუხა და დაინტერესების შემთხვევაში ჩვენების მიცემას სასამართლოში აპირებს. დიღმის სამმართველოში ვახო სანაიას შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანს ელოდებიან.

,,მთავარი არხის" ერთ-ერთი სახე აცხადებს, რომ აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას და იმ ინფორმაციების მიწოდებას, რაც გააჩნია. საქმე ეხება რადიკალური პლატფორმა ,,ალტ-ინფოს" ეთერში გაჟღერებულ ძალადობრივ მოწოდებებს.

მითხრეს, რომ 5 ივლისთან დაკავშირებით მიბარებდნენ, მე პირადად ვუთხარი, რო 5 ივლისს ფიზიკურად არ ვყოფილვარ და არ მგონია, რომ რამე საინტერესეო ინფორმაციის მიწოდება, როგორც თვითმხილველს, შემეძლო, მითხრეს, რომ არ აქვს ამას მნიშვნელობა და თუ საჭიროდ ჩავთვლიდი, დავთანმხდებოდი და ეს იყო ნებაყოფლობითი, მე ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი, რომ გამოძიებას მივცე ინფორმაცია იმ ძალადობისკენ ღია მოწოდების შესახებ. მომიწია ,,ალტ-ინფოს" გაშიფრვა და თუ ვინმე ძალადობას და ზიზღს აფრქვევს, ,,ალტ ინფო" მსგავსი ღია მოწოდებები ძალადობისკენ იშვიათად მინახავს. თუ მე დამიჭერენ და ამ ადამიანებს,, ალტ-ინფოს" არ იჭერენ, რასთან გვაქვს საქმე? ერთი რამ უნდა ვთქვა, მორგოშიას ეს მოწოდება რომ არ ყოფილიყო, ჟურნალისტების ცემა-ტყეპა, მათ შორის ლექსოს ცემა ,,სირცხვილიას" ოფისში არ იქნებოდა, ამიტომ ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ და ვითანამშრომლებ გამოძიებასთან - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.