"ფსიქიკური პრობლემები აქვს, ვერ აცნობიერებს რას აკეთებს" - ცრუ შეტყობინების ბრალდებით დაკავებული კაცის ადვოკატი
ცრუ შეტყობინების განხორციელების ბრალდებით დაკავებული კაცი დუმილის უფლებას იყენებს. ეჭვმიტანილი, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციასს აცნობა, რომ ბათუმის სავაჭრო ცენტრში ნაღმი იყო, ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. დაკავებული ახლა სასამართლოს პროცესის მოლოდინშია.
"პირველები" ესაუბრა დაკავებულის ადვოკატს, რომელიც ამტკიცებს, რომ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. გიგა სვანიძის თქმით, ბრალდებული ზარის განხორციელების დროს დანაშაულის სიმძიმეს ვერ აცნობიერებდა.
ტერორიზმის ცრუ შეტყობინებას ედავებიან. წარმოუდგინეს ბრალი, დანარჩენს ვერაფერს გეტყვით. საქმის მასალები აქ მაქვს. აი, ნახეთ, რამდენი წამალი გამოვიტანე.ანუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ეს სულ მისი წამლებია. ახალგაზრდაა, 30 წლამდე მამაკაცი. ზოგადად, ვერ აცნობიერებს კარგად მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათს და შინაარსს. დარეკა თუ არ დარეკა, ამ ეტაპზე ამის არც დადასტურება შემიძლია, არც უარყოფა შემიძლია. ამ ეტაპზე სარგებლობს დუმილის უფლებით, - ამბობს ადვოკატი.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული. მოსამართლემ უნდა გააწყვიტოს, შეუფარდებს თუ არა 30 წლამდე მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას.
შეგახსენებთ, რომ სუსის ვერსიით, მოქალაქეების დასაშინებლად ანონიმური ზარების ნაწილი გასულ თვეს პოლიციაში უცხოეთიდაან შედიოდა, ახლა კი ამბობს, რომ ყველას კვალზე არიან და გამოძიებას ატარებენ.