პორტალზე Pfizer-ის 154 ათასი დოზა შეცდომითაა აღნიშნული - ტიკარაძე
ვაქცინის დაჯავშნის პორტალზე Pfizer-ის 150 ათასზე მეტი თავისუფალი დოზის ჩვენება შეცდომაა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
რა თქმა უნდა, შეცდომაა, რადგან არ გამოგვიტანია არანაირი დოზები და გამოტანილია 12 ათასი დოზა მეორე რეგისტრაციისთვის", - თქვა ტიკარაძემ.
"ფაიზერის" ვაქცინის მეორე დოზით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყო - მეორე დოზა დაახლოებით 12 ათას ადამიანს უნდა გაუკეთდეს, თუმცა booking.moh.gov.ge-ზე ვაქცინის დოზების გაცილებით დიდი რაოდენობა - 154 521 არის მითითებული.