ცრუ შეტყობინების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

21.06.24 17:56
ცრუ შეტყობინების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ცრუ შეტყობინების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 27 წლის მამაკაცს, რომელსაც ედავებიან, რომ ბათუმის სავაჭრო ცენტრში ნაღმის არსებობის შესახებ იცრუა, დღეს საბრალდებო სკამიდან არცერთი სიტყვა უთქვამს, ადვოკატი კი ამტკიცებდა, რომ ის უდანაშაულოა.

ინტერესების დამცველმა სასამართლოს 5 ათას ლარიანი გირაოს გადახდა შესთავაზა. ის ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს. ამის მიუხედავად, მოსამართლემ დაკავებული პატიმრობაში დატოვა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი კი არა, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მძიმედ აქვს მას ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქვს რიგი დარღვევები, რაზეც ტელევიზიების წინაშე თავს შევიკავებ, მაინც ადამიანის პირადი მონაცემებია. ფიზიკურად მას არ ჰქონდა შესაძლებლპბა ჯანმრთელობიდან გამომოდინარე მიეწოდებინა გამოძებისთვის და სასამართლოსთვის სრულყოფილი ინფორმაციას, - ამბობს ადვოკატი. 

პროკურორი კი ამბობს, რომ ბრალდებულის წინააღმეგ საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს, მათ შორის, არსებობს განხორციელებული ზარის აუდიოჩანაწერიც.

საქმეში წარმოდგენილია როგორც მოწმეების ჩვენებები, ასევე გამოთხოვილია აუდიოჩანაწერი, გაკეთებული თვითონ ცრუ შეტყობინება და ასევე ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ აღნიშნული ხმა ეკუთვნის სწორედ ბრალდებულს. აქვე მინდა განვმარტო, რომ ზოგადად, საქართელოს პროკურატურის მხრიდან მსგავის კატეგორიის დანაშაულებზე ხორციელდება მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. დარეკვა განხორციელდა ქალაქ ბათუმიდან, რაც შეეხება მოტივს, მიმდინარეობს გამოძიება და დადგინება მეტი დეტალები, - განაცხადა პროკურორმა. 

დაკავებულს ვრალი სსკ-ის 331 ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობნების მუხლით აქვს წარდგენილი, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკევთას ითვალისწინებს. შემდეგი სასამართლო სხდომა 31 ივლისს ჩაინიშნა.