ბიზნესმენის მკვლელობა ზუგდიდში - შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს - გომელაურის უწყების ცნობით, პოლიციამ 65 წლის მამაკაცი დააკავა.
ზაალ კვიკვინიას ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობას ედავებიან.
ქალაქ ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან, ბიზნეს წილებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო, მამა-შვილი - 1959 წელს დაბადებულ გ.ლ. და 1981 წელს დაბადებულ გ.ლ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანების შედეგად, 1959 წელს დაბადებული გ.ლ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ხოლო, მეორე დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
პოლიციამ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზ.კ. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - ორი ცალი პისტოლეტი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით"- წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება ორი, ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.
დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.