ქაოსი განათლების სისტემაში - რის მიხედვით ეზრდებათ ხელფასი პედაგოგებს?

21.06.24 20:38
ქაოსი განათლების სისტემაში - რის მიხედვით ეზრდებათ ხელფასი პედაგოგებს?

 

 

განათლების მინისტრის წინასაარჩევნო დაპირება, რამაც სისტემაში  ყველაფერი თავდაყირა დააყენა -  სკოლის მასწავლებლებისთვის ხელფასის გაზრდის დაანონსებამ სისტემაში სრული ქაოსი შეიტანა. ირკვევა, რომ იმ  პედაგოგებს, რომლებმაც წლების განმავლობაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამოცდები აბარეს, სტატუსის დანამატი ჩამოაჭრეს და ახლა  ყველა მასწავლებელი ერთ  პირობებში ჩააყენეს.

ახლა ხელფასის რაოდენობა არა კვალიფიკაციაზე, არამედ გაკვეთილების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. ანუ  მასწავლებლები, პრაქტიკულად, გამომუშავებით ანაზღაურებაზე გადაიყვანეს, რაც სწავლის ხარისხს შეამცირებს, რადგან ეს გადაწყვეტილება პედაგოგებს უკარგავს მოტივაციას, აიმაღლონ კვალიფიკაცია. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები, რომ რაც შეიძლება მეტი გაკვეთილი ჩაატარონ და ხელფასი ასე გამოიმუშავონ.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.