უშედეგო ძებნის 48 საათიანი ოპერაცია - პროფესორ გახელაძეს ისევ ვერ აგნებენ
უშედეგო ძებნის 48 საათიანი ოპერაცია - გიორგი გახელაძეს ისევ ვერ აგნებენ. ამ წუთებში მაშველები, მოხალისეები და ოჯახის წევრები უკვე წყნეთი ბაგების მონაკვეთზე ეძებენ გაუჩინარებულ პროფესორს. ვიდეოკამერების ჩანაწერებით გიორგი გახელაძე ბოლოს ვაკის პარკში გადაადგილდებოდა, ამის შემდეგ კი მისი კვალი ქრება. პოლიცია ახლა 130-მდე კამერის ჩანაწერს შიფრავს. მასალა ცხადია მოცულობითია, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან შესაძლოა, იყოს დაფიქსირებული ვაკის პარკიდან რა მიმართულებით წავიდა 57 წლის პროფესორი.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.