თბილისში ახალგაზრდა კაცი ცემით მოკლეს
თბილისში ახალგაზრდა კაცი ცემით მოკლეს. სახლიდან გამოსულ შაკო ისაევს უცხო პირები დახვდნენ და ისე როგორც ბნელ 90-იანებში საქმის გარჩევა ქუჩური წესებით დაიწყეს. ახალგაზრდა კაცს ეუბნებოდნენ, რომ უბნის მაყურებლები იყვნენ და ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც ისინი ეტყოდნენ.
მას შემდეგ, რაც შაკო ისაევმა თავდამსხმელებს უთხრა, რომ უბნის მაყურებლების დრო დიდი ხანია დასრულდა, კორპუსიდან მოშორებით ძალით წაიყვანეს და მიტოვებული შენობის ტერიტორიაზე წიხლებით გაუსწორდნენ. ურტყამდნენ თავში, რის გამოც 5 დღე ბიჭი ინგოროყვას კლინიკაში სიკვდილს ებრძოდა, მაგრამ უშედეგოდ.ი ს ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.