სტიქია სამეგრელოში - ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის ქუჩები დატბორა

21.06.24 20:21
სტიქია სამეგრელოში - ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის ქუჩები დატბორა

სტიქია სამეგრელოში - ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის ქუჩები დატბორა. მოსულმა ნალექმა გზები დააზიანა და მაცხოვრებლებს დენი შეზღუდვით მიეწოდებათ.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ადგილზე ახლა მერის წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

სტიქია წალენჯიხაში. კოკისპირულმა წვიმამ ქ წალენჯიხა დატბორა.

განსაკუთრებით ცენტრალური უბნები. ქალაქის შემოგარენში. შიდა საუბნო გზები სერიოზულად დააზიანა. მიმდინარეობს სტიქიის შედეგების დადგენა. 

ადგილზე მერის წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. დენის მიწოდება შეზღუდვითაა, შესაბამისად ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს, - წერს ბელქანია.