"დავამთავროთ განადგურება" - 22 ივნისს, 15:00 საათზე, სურამში მოქალაქეები საპროტესტო აქციას გამართავენ
"დავამთავროთ განადგურება" - ხვალ, 22 ივნისს, 15:00 საათზე, სურამში მოქალაქეები საპროტესტო აქციას გამართავენ.
მაცხოვრებლები სურამის ტყის გადასარჩენად გაერთიანდებიან და შეკრებას სურამის სტადიონზე დაიწყებენ.
ხვალ შეკრებას ვიწყებთ 15:00 საათზე და კარიერზე ავდივართ 16:00 საათზე.
ვიკრიბებით სურამის სტადიონზე და იქიდან გადავინაცვლებთ კარიერზე, რომელიც ავტობანის გვერდით არის.
დავამთავროთ განადგურება!". - წერს ირაკლი გარადინსკი.