შვეიცარიაში, რესტორანში შეჭრის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს
შვეიცარიაში, რომანშორნში რესტორანში შეჭრის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
კანტონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა დილის 4 საათისთვის მიიღო შეტყობინება, რომ ჰაფენშტრასეზე მდებარე რესტორანში ორი პირი შეიჭრა. პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავება შეძლო, მეორემ კი გაქცევა მოახერხა.
ცნობილია, რომ შეჭრის შედეგად რესტორანმა რამდენიმე ათასი ფრანკით იზარალა.