უშედეგო ძებნის მეოთხე დღე - გაუჩინარებული პროფესორის კვალზე ოჯახი ისევ ვერ გადის
უშედეგო ძებნის მეოთხე დღე - გაუჩინარებული პროფესორის კვალზე ოჯახი ისევ ვერ გადის. 57 წლის გიორგი გახელაძის ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიცია, მეხანძრე-მაშველები და მოხალისეებიც. უკვე მეოთხე დღეა მთელი ქალაქის მასშტაბით ეძებენ მამაკაცს, რომელიც ბოლოს, სავარაუდოდ, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. ოჯახი დახმარებას ითხოვს.
პროფესორის ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი. თან ჰქონდა ზურგჩანთა.
ინფორმაციის შემთვევაში დაუკავშირდით ცოლს ირმა მალაციძეს ტელეფონზე: 599311090