ხელისუფლება მედიასთან ღია ომშია, ეს მათი ბოლო გაფართხალებაა - ინგა გრიგოლია

23.07.21 15:19
ხელისუფლება მედიასთან ღია ომშია, ეს მათი ბოლო გაფართხალებაა - ინგა გრიგოლია

ხელისუფლებამ მედიასთან დაიწყო პირდაპირი ომი და ეს არის ბოლო გაფართხალება - ამის შესახებ "ტვ პირველის" პოლიტიკური გადაცემების ხელმძღვანელმა, ინგა გრიგოლიამ, მთავარ პროკურატურასთან განაცხადა. 

ჟურნალისტის განცხადებით, ხელისუფლება კრიტიკულ მედიასთან ღია ომშია. 

ეს არის მათი ბოლო გაფართხალება. ყველა ხელისუფლება ბოლოს ომს უცხადებს კრიტიკულ მედიას. ეს არის მათი ბოლო ჟამი. ძალიან მწყდება გული, რომ ესენიც ამ რეჟიმზე გადავიდნენ. უნდათ ომი? - ვდგევართ აქ, ქუჩაში. ისინი ყველაფერს აკეთებენ - შეურაცხგვყოფენ, დაგვცინიან, ცდილობენ, ფსიქოლოგიურად გაგვანადგურონ. ფიზიკური განადგურების მცდელობა და პირდაპირი განხორციელება ნახეთ 5 ივლისს. 

დამიჯერეთ, თუ კი რამე მინახავს, სწორედ ასე იქცევა ხელისუფლება, როცა მისი ბოლო ჟამი აკაკუნებს კარზე"- აღნიშნა გრიგოლიამ. 

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის, მიერ მიკროფონის წართმევის გამო ,,მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, პროკურატურას მიმართა.