4 საათი გადამწყვეტ მატჩამდე - მიხეილ მესხის სტადიონი გულშემატკივრების მისაღებად ემზადება

22.06.24 13:17
4 საათი გადამწყვეტ მატჩამდე -  მიხეილ მესხის სტადიონი გულშემატკივრების მისაღებად ემზადება

ჰამბურგის გარდა, დიდი სამზადისია თბილისშიც - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობა უკვე შეინიშნება.

ფან ზონებში, სადაც ფეხბურთისთვის განკუთვნილი ატრიბუტიკა იყიდება, ქართველი ქომაგები უკვე გამოჩნდნენ. სტადიონზე არის ასევე კოკა-კოლას ფან-ზონაც. დღეს ყველა იშვიათად ერთიანია. შემართება საბრძოლოა, განწყობა ოპტიმისტური, მუხტი დადებითი, პროგნოზი კი მხოლოდ გამარჯვებაა.

ზუსტად ხუთ საათზე კი ყველა გიგანტურ ეკრანებთან მოიყრის თავს და დაძაბულ თამაშს ერთად მიადევნებენ თვალ-ყურს. როგორც მესხის სტადიონის ადმინისტრატორები ამბობენ, ცხელი ამინდის გამო მაყურებლებს ქუდებს გადასცემენ და მათი მდგომარეობის შემსუბუქებას შეეცდებიან.

მიხეილ მესხის სტადიონზე მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებული გვაქვს. სამი საათიდან გთხოვთ, მობრძანდეთ. კარები უკვე გაიხსნება. ისევ და ისევ, დიდი მონიტორები, საფეხბურთო ატმოსფერო, ქომაგობა, ყველაფერი აქ დაგხვდებათ. მართალია, მზიანი ამინდია, თუმცა ოდნავ შევეცადეთ შევამსუბუქოთ ეს ყველაფერი და მოსულ აუდიტორიას კეპებს შევთავაზებთ. გარე პერიმეტრზე იქნება ფუთკორტები, სხვადასხვა სახის გასართობი საშუალებები", - ამბობს ადმინისტრატორი.

საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი დღეს, 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.