მიხეილ მესხის სტადიონზე კოკა-კოლას ფან-ზონა გულშემატკივრებს ელის
მიხეილ მესხის სტადიონზე კოკა-კოლას ფან-ზონა გულშემატკივრებს ელის.
ადგილზე სხვადასხვა გასართობი საშუალება არის დამონტაჟებული და ახლა ფეხბურთის მოყვარულები მინი ფეხბურთის თამაშით კავდებიან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში კოკა-კოლამ გათამაშებაში ძალიან ბევრი გამარჯვებული გამოავლინა . 24 ივნისს კი გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც გერმანიაში საქართველოს თამაშზე დასასწრებად სამი დღით გაემგზავრება.
საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.