ზუგდიდში ქალის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდში მდინარე ჩხოუშიამ 50-წლამდე ქალის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, ქალს ოჯახის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, უცნობია.