საპროტესტო აქცია დიღომში - ევგენი მიქელაძის ქუჩის მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს

22.06.24 15:48
საპროტესტო აქცია დიღომში - ევგენი მიქელაძის ქუჩის მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს

დიდ დიღომში, ევგენი მიქელაძის ქუჩის მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს - ხალხი ამბობს, რომ უკვე ხუთი წელია მათ მოთხოვნას გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები არ პასუხობენ. 

არსებული ინფორმაციით, სამხარაულის საექსპერტო დასკვნითაც დადგენილია, რომ ეს ადგილი მშენებლობისთვის საფრთხის შემცველია.

მოქალაქეები მშენებლობას აპროტესტებენ, თუმცა მიუხედავად ამისა, სამშენებლო სამუშაოები მაინც უწყვეტად მიმდინარეობს.

5 წელია ვებრძვით ამ სამშენებლო კომპანიას. ნებართვა გაცემულია 2020 წელს. ჩვენ სასამართლოში მოვუგეთ სარჩელი და ამით გვყავს გაჩერებული. აქ არ შეიძლებოდა ნაკვეთის გაყიდვა", - ამბობს მაცხოვრებელი.