მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი ქომაგებით არის გადავსებული
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი ქომაგებით არის გადავსებული. ევროპის ჩემპიონატზე, ეროვნული ნაკრების რიგით მეორე ისტორიულ თამაშს ქართველები გიგანტური ეკრანებიდან ადევნებენ თვალყურს. ამ მომენტში სრულიად ყველა არის ერთიანი. ყველას უნდა, რომ ახლად დაწერილ ისტორიას ახალი ისტორიული ფრაგმენტები შეემატოს და დღის ბოლოს ყველამ გამარჯვება ვიზეიმოთ. ქალები, ბავშვები, ფეხბურთის სტაჟიანი დადამწყები გულშემატკივრებიც - ყველას ყურადღება ახლა ჰამბურგის საფეხბურთო სტადიონისკენ არის მიპყრობილი.
ისტორიული მატჩი დაიწყო - ჰამბურგის სტადიონი ქართველი ქომაგებით არის გადავსებული. უკვე გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნიც.
ფოლკსპარკშტადიონზე ქართული დროშები ფრიალებს, ისმის გულშემატკივრების შეძახილები.