ფეხბურთი და OPEN AIR - რა ხდება მუსიკალურ ფესტივალზე
ფეხბურთით და ისტორიული მატჩით არიან შეპყრობილები თბილისის მუსიკალურ ფესტივალზეც - სპეციალურ OPEN AIR-ის მონაწილეებისთვის ლისი ვანდერლენში გიგანტური მონიტორები დაამონტაჟეს.
დიდი ალბათობით, მომდევნო 90 წუთის განმავლობაში ერთადერთი, რასაც მუსიკალური ფესტივალის მონაწილეები მოუსმენენ, სპორტული კომენტატორების სიტყვები იქნება.
ისტორიული მატჩი დაიწყო - ჰამბურგის სტადიონი ქართველი ქომაგებით არის გადავსებული. უკვე გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნიც.
ფოლკსპარკშტადიონზე ქართული დროშები ფრიალებს, ისმის გულშემატკივრების შეძახილები.