წამება პოლიციაში - სავარაუდო მოძალადეები თანამდებობაზე რჩებიან

23.07.21 17:16
წამება პოლიციაში - სავარაუდო მოძალადეები თანამდებობაზე რჩებიან

პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებსაც ახალგაზრდა კაცი წამებასა და არაადამიანურ მობყრობაში ადანაშაულებს, ამ დრომდე თანამდებობებზე რჩებიან. პოლიციის მაღალჩინოსნები "ტვ პირველთან" მოქალაქის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას კატეგორიულად უარყოფენ და თავის მართლების რეჟიმში არიან. 

საპირისპიროს ამტკიცებს ახალგაზრდა კაცი, რომელიც "პირველებთან" საუბრისას ირწმუნება, რომ  დაზიანებები თავდაპირველად ისპექტორ გამომძიებელმა ზაქრო ვახტანგიშვილმა მიაყენა. რუსთავის პოლიციისს უფროსი ბესიკ ზედელაშვილი კი ძალადობის ფაქტზე რეაგირებას არ ახდენდა.

"ტვ პირველის" რეპორტიორმა რუსთავის პოლიციის განყოფილების უფროსი ბესიკ ზედელაშვილის ჩაწერა მოახერხა, რომელიც ამბობს, რომ მოქალაქის განცხადებაზე გამოძიებაა დაწყებული.

 არავის უცემია ეს ბატონი. ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე იმყოფებოდა განყოფილებაში, გამოიკითხა და წავიდა"- აცხადებს ზედელაშვილი. 

პოლიციაში არ პასუხობენ კითხვას, ამოიღეს თუ არა კამერები და დაკითხეს თუ არა ინცინდენტში მონაწილე სამართალდამცავები. 

 "ტვ პირველს" მოქალაქე უყვება, რომ რუსთავის N3 პოლიციის განყოფილებაში უმოწყალოდ სცემეს. 

რესპოდენტი, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს, აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ლომბარდში მოქალაქეებთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც პოლიცია თავად გამოიძახა, თუმცა საბოლოოდ ცემისა და დამცირების ობიექტი გახდა. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალადობას სახელმწიფო ინსპექტორი სწავლობს.