გაუჩინარებული პროფესორის ძებნა ერთ საათში განახლდება
გაუჩინარებული პროფესორის ძებნა ერთ საათში განახლდება. გიორგი გახელაძის კვალზე გასასვლელად მოხალისეობრივი ჯგუფები მთელი ქალაქის მასშტაბით აპირებენ გადანაწილებას. ოჯახს აქვს ეჭვი, რომ 57 წლის მამაკაცს ამნეზია აქვს და სახლში ამიტომ ვერ ბრუნდება.
ქუჩები, მიტოვებული ადგილები, ტაძრის ეზოები და პარკები - სწორედ ასეთ ადგილებში გეგმავენ გახელაძის მეგორები და მისი ოჯახის წევრები გაუჩინარებული კაცის მოძებნას.
დღეს ზუსტად მეხუთე დღეა მას შემდეგ, რაც 57 წლისს კაცი დაიკარგა. ბოლოს ის ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს.