დასეტყვილი ბაღები და განადგურებული მოსავალი - ლაგოდეხში წვიმამ პრობლემები შექმნა

23.06.24 10:44
დასეტყვილი ბაღები და განადგურებული მოსავალი - ლაგოდეხში წვიმამ პრობლემები შექმნა

დასეტყვილი ბაღები, ვენახები, განადგურებული მოსავალი და დატბორილი სახლები - 20 წუთიანმა სეტყვამ ლაგოდეხში პრობლემები შექმნა. ძლიერი ქარის და წვიმის გამო  მოსახლეობას არც ელექტროენერგია მიეწოდებოდა. ზარალის ზუსტი რაოდენობა უცნობია.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან დაიწყო. ხალხი დახმარებას ითხოვს.